„ევროპული არდადეგები“ 2021 დაიწყო!
პირველი შეხვედრა 25 ივნისს საგურამოში, ილია ჭავჭავაშის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები.
2021 წლის „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა – როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი. პროექტის საშუალებით მოხდება ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.
პროექტი, ასევე მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმს პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ. სწორედ ამიტომ ტრადიციულად პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.
„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მეორე წელია ტარდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
დიდი მადლობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო ს წარმომადგენლებს დახმარებისა და თანადგომისთვის.