პროექტის ფარგლებში, ბანაკის მეორე დღეს, მონაწილეებს სქილვილ (skillwill) აკადემიის, დირექტორმა გიორგი გიორგაძემ ახალგაზრდებს ისეთ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა: რომელია მომავლის პროფესიები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიების დაუფლება დღევანდელ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში. მომავლის პროფესიებს შორის დღესდღეობით რამდენი მიმართულება განიხილება და ამ მხრივ რა როლი აქვს პროგრამირებას, ციფრულ მარკეტინგსა თუ ხელოვნურ ინტელექტს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიების ათვისება განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროზე მორგების მიზნით.
ბანაკის ფარგლებში მოწვეულმა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ანი გვეტაძემ, ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის სახეობებზე, ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული არდადეგები“ 2023, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.