პროექტი “ევროპული არდადეგების” რიგით მესამე შეხვედრა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა.
სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის “ევროპული არდადეგების” რიგით მესამე სემინარი გაიმართა.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ფოთსა და ბათუმში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილეობას 300-მდე დევნილი ახაგაზრდა მიიღებს. მონაწილეები საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან.