პროექტი „ევროპული არდადეგების“ მეორე ღონისძიება იმერეთში, სათაფლიაში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევლინ ახალგაზრდებს სათაფლიაში ერთდღიანი სემინარი ჩაუტადათ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში.
აღსანიშავია ისიც, რომ პროექტი მიზანად ისახავს საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას. ახალგაზრდებისთვის მოეწყო ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში, სადაც „საქართველოს ეროვნული პარკების“ წარმომადგენლმა ახალგაზრდებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.
პროექტში მონაწილეობას 300-მდე დევნილი ახაგაზრდა მიიღებს. მონაწილეები საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და მოისმენენ სემინარებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.