20-23 მაისს უკრაინაში, ლუცკში ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა.
კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ნაკრების წევრი, აფხაზეთიდან დევნილი ნიკოლოზ პერტაია, რომელმაც პირველი, საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.