დაუნის სინდრომის მქონდე ახალგაზრდისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, Experimentorium – ექსპერიმენტორიუმი-ში დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.
ექსპერიმენტორიუმში მოზარდებს ცხრა ინტერაქტიული სახალისო და შემეცნებითი აქტივობა ჩაუტარდათ. აქტივობების დასრულების შემდგომ მონაწილეებმა იხილეს „აზოტის შოუც“.
პროექტის სპონსორებმა, მაღაზიათა ქსელმა მინისო • Miniso– მ და ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy-ს დერმატო-კოსმეტოლოგიურმა ბრენდმა “ურიაჟი”, ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.