დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოზარდები ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ.
ზემოაღნიშნულ აქტივობაში სამოცამდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. პროექტის დასასრულს მაღაზიათა ქსელმა მინისო • Miniso– მ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.