0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.
ქვეპროგრამა გულისხმობს იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული პირი (მხოლოდ სპორტული კლუბები/გუნდები), რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და განვითარების ხელშეწყობას.
განხორციელების წესი, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე : https://bit.ly/3XT7R3r
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20.03.2024
რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციების მიღება დაუშვებელია.
განაცხადი უნდა წარმოადგინოს კლუბის/გუნდის უფლებამოსილმა პირმა შემდეგ მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის 68, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მე-5 სართული.