0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
გრძელდება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტი „ამბები აფხაზეთიდან“.
თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე თბილისის 140-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ახალგაზრდებს ქართულ-აფხაზურ კულტურაზე, იმ მახასიათებლებსა თუ ღირებულებებზე ესაუბრა რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას.
პროექტი მიზნად ისახავს საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოებას, მათთვის საერთო ისტორიული თუ კულტურული მახასიათებლების გაცნობას და მომავალ თაობებს შორის მეგობრული ურთერთობების განმტკიცებას.