აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი იწყებენ ერთობლივ პროექტს, გრაფიტის ხელოვნების შემსწავლელ კურსებს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ 13 – დან 16 წლამდე ახალგაზრდებს.
საკონკურსო ჟიურის მიერ შეირჩევა 12 ახალგაზრდა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში დაეუფლებიან გრაფიტით ხატვის ხელოვნებას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.