ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატთან ერთად იწყებს ახალ პროექტს, გრაფიტით ხატვის შემსწავლელ კურსებს.
საკონკურსო ჟიურის მიერ შერჩეულ მონაწილეებთან შეხვერას ესწრებოდნენ: აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია.
კურსი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო პროექტის დასასრულს ახალგაზრდები თბილისის ერთ-ერთი ქუჩის კედელს აფხაზეთის თემატიკის ნამუშევრებით გააფორმებენ.