დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ფოცხოეწერს ეწვია.
კვირა, der 7. ივნისი 2020
by

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ფოცხოეწერს ეწვია.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ფოცხოეწერს ეწვია.

სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ” სოფელ ფოცხოეწერში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში დასუფთავების აქცია მოაწყო.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარე რუსლან აბაშიძემაც მიიღო.

აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, მოადგილე ვალერი ბასარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” დირექტორი ლიკა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.

Share: