განმუხურში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს
განმუხურში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს.
კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტები პროექტის დაასკვნით ეტაპზე ერთ წიგნად გამოიცემა.
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia-ს ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია.