გამოვიდა ჟურნალ „იალქნის“ 2020 წლის 1-ლი ნომერი და მოუთმენლად ელის პატარა მკითხველებთან შეხვედრას.
2010 წლიდან „იალქანთან“ ერთად გამოდის „აფქიოც“. ეს არის კონა-კრებული სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, ყველაზე მხიარული და გასართობი გვერდებით.
შეგახსენებთ, რომ „იალქანი“ საყმაწვილო ჟურნალია, რომელიც 1996 წლიდან გამოიცემა. წლების განმავლობაში ჟურნალი მრავალი მოზარდის საყვარელ გამოცემად იქცა.
ჟურნალში იბეჭდებიან, როგორც აფხაზეთის მკვიდრი პოეტები და მწერლები, პუბლიცისტები, ასევე, ცნობილი ქართველი მოღვაწეები და უცხოელი ავტორები. „იალქანის“ რუბრიკა „დაფიონში“ კი, სისტემატურად იბეჭდება ბავშვების ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ნახატები.