1 ივლისს კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომსა და ლიკანში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა.
ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: ყველაფერს ლაშქრობისთვის საჭირო და აუცილებელი აღჭურვილობისა და უნარ-ჩვევების შესახებ, აგრეთვე ისწავლეს საბანაკე ტერიტორიის შერჩევა, კარვის განთავსება, ექსტრემალურ პირობებში ცეცხლის დანთების ტექნიკები და გამოიმუშავეს სხვა მრავალი საინტერესო და საჭირო უნარი.
ლაშქრობის პარალელურად მოეწყო დასუფთავების აქცია, სადაც ახალგაზრდებმა ტყის მასივი, ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
ტურის ბოლოს კი, ბავშვებს Crowne Plaza Borjomi-მა გოგირდის აუზზე უმასპინძლა.
გნსაკუთრებული მადლობა Crowne Plaza Borjomi, Borjomi Central Park და ბორჯომის მუნიციპალიტეტი Borjomi Municipality -ს მერიას მხარდაჭერისთვის.