30 ივნისს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომის თოჯინების სხელმწიფო თეატრმა დევნილ მოზარდებს უმასპინძლა.
ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის პრემიერას: „ნახერხის რაინდებს“, ბორჯომსა და ხაშურში მცხოვრები აფხაზეთიდან დევლინი სამოცდაათი მოზარდი დაესწრო, რომელთაც სპექტაკლის დასრულების შემდგომ კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
განსაკუთრებული მადლობა ბორჯომის მერიას თანადგომისთვის.