ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში საბავშვო ღონისძიებები განხორციელდა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაენის ბაღში საბავშვო ღონისძიებები განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა გაიმართა, სადაც მონაწიეობა მიიღო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საყმაწვილო ჟურნალმა „იალქანი“.