აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით პეტრას ციხეზე, აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასში მონაწილეობას, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ფერიაში მცხოვრები, ეთნიკურად აფხაზი ნორჩი მხატვრებიც იღებდნენ მონაწილეობას. მოზარდებმა მხატვარ ირინე ტორონჯაძესთან ერთად, ფერწერული ნამუშევრები შეასრულეს, რომელიც ტრადიციულად კალენდრის სახით დაიბეჭდება.