დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში დაიწყო!
ხუთშაბათი, der 5. მაისი 2022
by

აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში დაიწყო!

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 5-8 მაისს ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, გაიმართება  აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში.

შეჯიბრის ფარგლებში   ჩატარდება ტურნირი: ხმალში, რაპირა, დაშნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირი გამონაკლისის გარეშე ღიაა და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა ყველა მოფარიკავეს, ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ქალაქიდან.

ტურნირის ჩატარების მიზანია: ფარიკაობის პოპულარიზაცია და შემდგომი განვითარება, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების დაინტერესება და ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და საერთაშორისო ტურნირებში, აფხაზეთის სახელით პერსპექტიული სპორტსმენების გაგზავნა.

საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები ექსკლუზიური მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

 

  • 5 მაისი – დაშნა-პირადი. ბიჭები და გოგონები. 10:00 შეჯიბრების დაწყება. 16.00. ტურნირის გახსნა.

17.00 ფინალური შეხვედრები.

  • 6 მაისი -ხმალი – პირადი ბიჭები და გოგონები. 10:00 შეჯიბრების დაწყება.

16.00 ფინალური შეხვედრები.

  • 7 მაისი – რაპირა – პირადი ბიჭები და გოგონები. 10:00 შეჯიბრების დაწყება.

16.00 ფინალური შეხვედრები.

  • 8 მაისი — გუნდური შეჯიბრი სამივე სახეობა. ბიჭები და გოგონები. 10:00 შეჯიბრების დაწყება.

16.00 ფინალური შეხვედრები.

Share: