დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
სამშაბათი, der 29. დეკემბერი 2020
by

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები და საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის” ახალი, 2020 წლის მე-3 ნომრები გადასცა.
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
კომპაქტურ ჩასახლებებში ასევე იმყოფებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ნანა ჭანტურია.
საახალწლო საჩუქრები 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაეცემათ.

Share: