დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა
სამშაბათი, der 29. დეკემბერი 2020
by

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
საახალწლო საჩუქრები 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაეცემათ.

Share: