აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით შეიქმნა ვიდეორგოლი სახელწოდებით მე ვარ აფხაზეთი.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას აღნიშნავს საქართველო. სამშობლო ხომ დედის სახლია ხოლო ყველა აფხაზეთელს გულით და სხეულით დააქვს დედის სახლის სითბო, სიყვარული და სუნი ზღვის, მზის, ოლეანდრების, მაგნოლიის, ციტრუსების. ამ მოკლე ვიდეოკოლაჟში გადმოცემულია ის ემოციები, რაც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს აფხაზეთის გარშემო. ეს არ არის უბრალო მზერა, თვალი ხომ სულის სარკეა და ვიდეორგოლში ნაჩვენებ თვალებში სულში დაგროვილი სიყვარული, მონატრება, სევდა, სითბო და იმედია. ეს არის ზღვა ემოციებით გაჯერებული პატარა გზავნილი, რომელიც დღეიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სხვა ქალაქების ქუჩებში დამონტაჟებულ ეკრანებზე გავა.
ვიდეორგოლის ავტორი – ბასა ფოცხიშვილი
მუსიკა – დათო ევგენიძე