აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომში, გარდაბანსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.
ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმამდე.
გამოფენის კურატორი ცნობილი ფოტოგრაფი სტივ ლაზარიდისი გახლდათ, რომელმაც ბავშვები სახელგანთქმული არტისტის ბენქსის სამყაროში ამოგზაურა.