0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდჭერით ქართული თეატრის კვირეულის ფარგლებში, ინდოეთში, ქალაქ აგრასა და ჯაიპურში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა “გაგრიდან აგრამდე” გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარიამ აქუბარდიას, ბიძინა სიდიანის და პაპუნა პაპასკირის ნამუშევრები. ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი, ტილოსა და ხეზე შესრულებული შემოქმედება გააცნეს. გამოფენის პარალელურად ქართველი და ინდოელი მხატვრების ერთობლივი ვორქშოფი გაიმართა.
ქართული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად გაიმართა და მასში ოთხი ქართული თეატრალური დასი მონაწილეობდა. კვირეულის პარალელურად გაიმართა შეხვედრები, აგრასა და ჯაიპურში კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან. ფესტივალი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.