დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა
შაბათი, der 9. დეკემბერი 2023
by

აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა

„ჰილტონში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ:
• ლუკა ღვინჯილია – თავისუფალი სტილით მოჭიდავე; ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი;
• ირმა ხეცურიანი – პარამოფარიკავე; მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში;
• გიორგი ქალდანი – პარაოლიმპიური ძიუდო; ევროპის ჩემპიონი პარა ძუდოში;
• საბა ადამია – ძალოსანი; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში;
• ნათია გადელია – ძალოსანი; ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში;
• გიორგი ჩაკვეტაძე – ფეხბურთელი; საქართველოს ნაკრების წევრი, ინგლისის უოტფორდის ფეხბურთელი;
• მარიამ მურღვლიანი – ძალოსანი; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში;
• ლუკა ბერულავა – ფიგურული სრიალი; ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ოლიმპიური ოქროს მფლობელი;
სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ:
• თემურ ქეცბაია – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი;
• ომარ პაპავა – მაგიდის ჩოგბურთის კლუბი – ცხუმი, პრეზიდენტი;
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება, ნომინანტების შერჩევა კი, სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.

Share: