აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დალი ჯონჯუა, გულიადა ჭკადუა, მედეა კორსანტია, ვენერა რურუა, მანანა ბიგვავა, მარი ჟღენტი, ჯულიეტა მირცხულავა, ეკატერინე შუკვანი, სვეტლანა კვიკვინია და ციალა კოპალიანი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზეთის თემატიკის ინტენსიურად გაშუქებაში.
ასევე, დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები ნანა და ნონა ქობალიები, რომლებსაც რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პირადად ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.