აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო სააგენტოს მიერ გამოცემული სხვადასხვა სახის ლიტერატურა.
ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროების თანაორგანიზებით გაიმართა, რომელიც მუსიკალურად, კულტურის სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ და ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ გააფორმა.