აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა
აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა.
ლაშქრობა ძამას ხეობაში გაიმართა, სადაც სკაუტური ორანიზაციის მხარდაჭერით, სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას: ლაშქრობისთვის საჭირო და აუცილებელი აღჭურვილობისა და უნარ-ჩვევების შესახებ, აგრეთვე ისწავლეს საბანაკე ტერიტორიის შერჩევა, კარვის განთავსება, ექსტრემალურ პირობებში ცეცხლის დანთების ტექნიკები და გამოიმუშავეს სხვა მრავალი საინტერესო და საჭირო უნარი. ლაშქრობის პარალელურად მოეწყო დასუფთავების აქცია, სადაც ახალგაზრდებმა ტყის მასივი, ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.