ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა 300 -მდე სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა.
შეკრების პარალელურად მონაწილეებმა მოინახულეს ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, როგორიცაა: ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და რაბათის ციხე.
ზემოაღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.