აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და ათი სარაგბო გუნდი.
შეკრების პარალელურად ახალგაზრდებმა მოინახულეს ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, როგორიცაა: ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და რაბათის ციხე.
ზემოაღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.