არტ-თერაპია აფხაზეთის ომის გმირების ოჯახის წევრებისათვის
26 მაისს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და თბილისი არტტენტის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება : ,,არტ-თერაპია აფხაზეთის ომის გმირების ოჯახის წევრებისათვის“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში რუსუდან გოცირიძესთან ერთად , არტტენტის საბავშვო სახელოსნოში ხატვის მასტერკლასები მოეწყო, ასევე გაიმართა დოკუმენტური ფოტო-გამოფენა ,,გზა დამოუკიდებლობისაკენ’’ სადაც, მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, იძულებით გადაადგილებული ბავშვები და შშმ პირები.