აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო საპილოტე შეხვედრების ციკლით, „ ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად თბილისის მეექვსე საავტორო სკოლას ეწვია.
შეხვედრების ციკლის ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი მოსწავლეებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების,კულტურული და ისტორიული ასპექტების შესახებ ესაუბრება.
შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად ბლიც-ვიქტორინა გაიმართა ხოლო გამარჯვებულს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.