აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო პროექტის, „ამბები აფხაზეთიდან“, ფარგლებში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში, პროფესორმა სიმონ მასხარაშვილმა, ქართულ-აფხაზურ ისტორიულ წარსულსა და აწმყოზე ისაუბრა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებს გავუღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, რაც საუკუნეების მანძილზე განამტკიცებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
საუბრის დასასრულს ტრადიციულად, შემეცნებითი ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულებს სააგენტოსგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.