დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”

მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი გუმბათი სულ რამდენიმე წელია არსებობს მათ მოახერხეს მსმენელთა და თაყვანისმცემელთა გულის დაპყრობა.  წლების განმავლობაში ანსამბლი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებში, კონცერტებსა და ფესტივალებში. 2019 წელს არტ-გენის ფესტივალში მონაწილეობამ ანსამბლი ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი და საყვარელი გახადა.  გოგონების მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე  შესრულებულმა სიმღერებმა განსაკუთრებული მოწონება, აღტაცება და ოვაციები დაიმსახურა.  სიმბოლური ხასიათისაა ისიც, რომ პირველი ტურნე და სოლო კონცერტი საზღვრისპირა სოფელ რუხში 2019 წელის 23 მაისს „აფხაზეთობის“ დღესასწაულზე შედგა. 

ანსამბლში ისწავლება სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერა, გალობა და ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრა ( ფანდური, ჩონგური, ბასფანდური, ჩონგური დაბალი ბანი, ჭუნირი, სალამური, ჭიბონი, დასარტყამი ინსტრუმენტები). 

ანსამბლი „გუმბათი“ 12 ნიჭიერი გოგონასაგან შედგება.  წევრების შერჩევა კი, კონკურსის შედეგად ხორციელდება.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო[…]

ვრცლად
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS”

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათი“ სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” მიიღო მონაწილეობა. „ONE CAUCASUS“ – უმსხვილესი უსასყიდლო ინტერდისციპლინური ფესტივალია, რომელმაც 2014 წლიდან, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ათასობით მონაწილეს და 500-ზე მეტ მუსიკოსს უმასპინძლა.

ვრცლად
არტ-გენი 2023

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი” მსმენელის წინაშე, ტრადიციულად არტ-გენის ფესტივალზე წარსდგა. ანსამბლის მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება, აღტაცება და ოვაციები დაიმსახურა.

ვრცლად
ანსამბლის “გუმბთი” სოლო კონცერტი

კულტურის ცენტრში „მუზა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის “გუმბთი” სოლო კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
“გუმბათი” “მომავლის ვარსკვლავების” გამარჯვებული გახდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი – “მომავლის ვარსკვლავები” საქართველოს ხელოვანთა კავშირის, “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.

ვრცლად
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულა.

ვრცლად
გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” პრემიის მფლობელი გახდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” მე-2 პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი – “მომავლის ვარსკვლავები” საქართველოს ხელოვანთა კავშირის, “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება, რომელიც 10 დეკემბერს დასრულდება. ფესტივალს, ხელოვანთა კავშირის ხელმძღვანელი, ნინო კუპატაძე[…]

ვრცლად