დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სიახლეები
სამშაბათი, der 26. სექტემბერი 2023
by
შემეცნებითი ტური თბილისში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, დევნილი ახალგაზრდებისთვის თბილისის შემეცნებითი ტური გაიმართა. ექსკურსიის დასასრულს სააგენტომ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
პარასკევი, der 22. სექტემბერი 2023
by
„სიცოცხლის ფესტივალი 2023“

ბერი ანდრიას ფონდის ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში საქველმოქმედო ღონისძიება, „სიცოცხლის ფესტივალი 2023“ გაიმართა. სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დადიანების სასახლის ეზოში გამართულ საქველმოქმედო ფესტიველზე, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,აფხაზეთი“ სოლო კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
ხუთშაბათი, der 21. სექტემბერი 2023
by
გუნდური ტურნირი ძიუდოში

20 სექტემბერს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, გენო ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური ტურნირი ძიუდოში. საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სააგენტომ, თასები და ფულადი ჯილდო გადასცა.

ვრცლად
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 11. სექტემბერი 2023
by
ელექტრონული კონკურსი მხატვრული ინსტალაციის ესკიზზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ქვეპროგრამის „ გზავნილი აფხაზეთიდან“  ფარგლებში ქალაქ თბილისში, სოხუმის მოედანზე განსათავსებელი სკულპტურის ესკიზზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება  ყველა დაინტერესებულ, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს შეუძლია. წარმოდგენილ განაცხადებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია  შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, ვინც პროფესიულად შეაფასებს  საკონკურსო[…]

ვრცლად
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS”

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათი“ სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” მიიღო მონაწილეობა. „ONE CAUCASUS“ – უმსხვილესი უსასყიდლო ინტერდისციპლინური ფესტივალია, რომელმაც 2014 წლიდან, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ათასობით მონაწილეს და 500-ზე მეტ მუსიკოსს უმასპინძლა.

ვრცლად
არტ-გენი 2023

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი” მსმენელის წინაშე, ტრადიციულად არტ-გენის ფესტივალზე წარსდგა. ანსამბლის მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება, აღტაცება და ოვაციები დაიმსახურა.

ვრცლად
ხუთშაბათი, der 27. ივლისი 2023
by
„ევროპული არდადეგები“ დასრულდა

პროექტი „ევროპული არდადეგები“ დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა და შაორის ახალგზარდული ბანაკის ხელმძღვანელმა ანა ბუხრაშვილმა მიმართეს.[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 25. ივლისი 2023
by
პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ტარდება

რაჭაში მიმდინარე, პროექტის „ევროპული არდადეგები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს სემინარები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 24. ივლისი 2023
by
„ევროპული არდადეგები“ გრძელდება!

პროექტის ფარგლებში, ბანაკის მეორე დღეს, მონაწილეებს სქილვილ (skillwill) აკადემიის, დირექტორმა გიორგი გიორგაძემ ახალგაზრდებს ისეთ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა: რომელია მომავლის პროფესიები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიების დაუფლება დღევანდელ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში. მომავლის პროფესიებს შორის დღესდღეობით რამდენი მიმართულება განიხილება და ამ მხრივ რა როლი აქვს პროგრამირებას, ციფრულ მარკეტინგსა თუ[…]

ვრცლად