დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სიახლეები
პარასკევი, der 18. ნოემბერი 2022
by
ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. რედაქტორი ქალბატონი ნანა ქარდავა: “ამ ნომრის თემაა “სიმღერა ქუთაისზე”. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნომერში საუკეთესო ავტორებს შეხვდებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ამ თვალსაჩინო ქალაქში მოღვაწეობენ. ასევე რუბრიკაში “დებიუტი” წაიკითხავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ხასიათის პუბლიცისტიკას. რასაკვირველია მხატვარიც[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 9. ნოემბერი 2022
by
” მე აფხაზეთისთვის” 2022 იწყება!

მანდარინები 2022 იწყება! უკვე მესამე წელია გრძელდება პროექტი, რომელმაც საზოგადოებას არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა გააცნო. ახალგაზრდა, რომლის ისტორია აფხაზეთს უკავშირდება. პროექტის სახელწოდებაა – ” მე აფხაზეთისთვის” და მას ჟურნალი “სითი” აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად აკეთებს. ველოდებით ახალ გმირებს, ახალ სახელებს! მოგვწერეთ და ერთად[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 8. ნოემბერი 2022
by
“ამბები აფხაზეთიდან”

“ამბები აფხაზეთიდან” მასპინძელი, თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა. ვაგრძელებთ საუბრებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და ისტორიულ წარსულზე.

ვრცლად
პარასკევი, der 4. ნოემბერი 2022
by
რეჟისორიმა და მხატვრმა ბექა ქავთარაძემ ახალგაზრდებს უმასპინძლა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გრძელდება რეჟისორისა და მხატვრის ბექა ქავთარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციის მეორე დღეს მხატვარმა ახალგაზრდებს უმასპინძლა. საუბრისას მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სოხუმში ცხოვრობდა და ადგილობრივ მსახიობებთან და მხატვრებთან მეგობრობდა. სწორედ, ერთ-ერთი მათგანი, ცნობილი მხატვარი ვალერი არქანია გახლდათ მისი დამრიგებელი და გზამკვლევი მაშინ, როცა მხატვრობაში[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 3. ნოემბერი 2022
by
ბექა ქავთარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, რეჟისორ ბექა ქავთარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა

ვრცლად
სამშაბათი, der 1. ნოემბერი 2022
by
თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით 29-31 ოქტომბერს თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა. სააგენტოს მხრიდან მსგავსი ტურნირების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს სპორტის[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 1. ნოემბერი 2022
by
„ამბები აფხაზეთიდან“ უკვე ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე თბილისის ალექსანდრე ცინცაძის სახელობის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია სადაც ახალგაზრდებს ესაუბრა ქართულ-აფხაზურ კულტურაზე, იმ მახასიათებლებსა თუ ღირებულებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას. პროექტი მიზნად ისახავს საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოებას, მათთვის[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 31. ოქტომბერი 2022
by
იწყება განაცხადების მიღება „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა თუ კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი) ფინანსურ მხარდაჭერას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის 01 იანვრამდე[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 25. ოქტომბერი 2022
by
„ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება

საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება. რიგით მერვე შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ვრცლად
ორშაბათი, der 24. ოქტომბერი 2022
by
თბილისში მოყვარულთა შორის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა

 მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მოყვარულთა შორის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა.  აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოყვარული ჩოგბურთელები.  ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო.  ჩემპიონატში გამარჯვებულები თასითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

ვრცლად