დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სიახლეები
ხუთშაბათი, der 15. დეკემბერი 2022
by
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ 2022 გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი – მარიამ წიწრიაშვილი; II ადგილი – სესილი ერაგია; III ადგილი – ანა ერისთავი;   „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 14. დეკემბერი 2022
by
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან” ღონისძიება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”. საღამოს ესწრებოდა იტალიელი ისტორიკოსი და მკვლევარი, ფრანჩესკო ტრეჩი, რომელიც სპეციალურად ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო შეხვედრისთვის ეწვია საქართველოს. აგრეთვე მისი ინტერვიუ ექსკლუზიურად ჟურნალ „იალქანში“ დაიბეჭდა. ფრაჩესკო ფლორენციელი მკვლევარია, რომელმაც 2015 წელს დაწერა წიგნი საქართველოს[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 12. დეკემბერი 2022
by
„ამბები აფხაზეთიდან“

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო საპილოტე შეხვედრების ციკლით, „ ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად თბილისის მეექვსე საავტორო სკოლას ეწვია. შეხვედრების ციკლის ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი მოსწავლეებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების,კულტურული და ისტორიული ასპექტების შესახებ ესაუბრება. შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად ბლიც-ვიქტორინა გაიმართა ხოლო გამარჯვებულს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მეექვსე საავტორო სკოლა

ვრცლად
პარასკევი, der 9. დეკემბერი 2022
by
შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”

13 დეკემბერს 18:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართება საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”. ასევე მოეწყობა მხატვარ დალი მუხაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
სამშაბათი, der 6. დეკემბერი 2022
by
“მე აფხაზეთისთვის“ 2022

“მე აფხაზეთისთვის“ 2022 „გარდენ ჰოლში“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახაგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს გავაცნოთ საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. შერჩეულ გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდგომში გამოქვეყნდება ჟურნალ „სითიში“, ასევე განთავსდება[…]

ვრცლად
პარასკევი, der 2. დეკემბერი 2022
by
სოფელ წერაქვში ჟურნალ “იალქნის” ნორჩ მკითხველთან შეხვედრა გაიმართა

მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმში, ჟურნალ “იალქნის” ნორჩ მკითხველთან შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა თავისი ნამუშევრები წარადგინეს, რომელიც ჟურნალის შემდეგ ნომერში დაიბეჭდება. შეხვედრის დასასრულს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
ორშაბათი, der 28. ნოემბერი 2022
by
ბიოლის ცენტრში ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბიოლის ცენტრში ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა თემაზე, „აფხაზეთის კულტურული საკითხების გაშუქება სატელევიზიო სივრცეში“.

ვრცლად
ორშაბათი, der 21. ნოემბერი 2022
by
გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო

სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე.

ვრცლად
ორშაბათი, der 21. ნოემბერი 2022
by
“კალიგრაფიის საშობაო სახელოსნო“ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გთავაზობთ პროექტს  „კალიგრაფიის საშობაო სახელოსნო“  აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების,18 წლამდე წევრებისთვის. თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავსე პროცესი ორი კვირით გაგრძელდება, 6 შეხვედრას გაუძღვებიან კალიგრაფები: ლეილა ბაღბაია და  ანა მჭედლიძე. კალიგრაფიის ხელოვნების ისტორიულ სამყაროში კი ნესტან ბაგაური გამოგზაურებთ. კალიგრაფიის საშობაო[…]

ვრცლად
შაბათი, der 19. ნოემბერი 2022
by
“ამბები აფხაზეთზე” უკვე იმერეთში!

“ამბები აფხაზეთზე” უკვე იმერეთში! მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაგრძელებთ საუბარს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. პროექტის მასპინძელი, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქალაქ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა.

ვრცლად