0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ილიაუნის თეატრში სპექტაკლის “ვარსკვლავბიჭუნა” ჩვენება გაიმართა. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. განსაკუთრებული მადლობა ილიაუნის თეატრი • Iliauni Theatre -ს და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო.-ს მხარდაჭერისთვის.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომის თოჯინების თეატრმა ადგილობრივ დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. სპექტაკლის დასასრულს აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა, სადაც სპეციალურად მათთვის გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა “გუმბათი” მინი კონცერტი გამართა. აღსანიშნავია ისიც, რომ საახალწლო საჩუქრები მთელი საქართველოს მაშტაბით ეტაპობრივად დარიგდება.
ვრცლადვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამისა“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, სადაც ავტორებმა დეტალურად ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე. აღნიშნული პროექტის მიზანია აფხაზეთის თემატიკის მეტი პოპულარიზაცია სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში,[…]
ვრცლადმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, რომეო ლეკვეიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ვრცლად„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ძალოსანი – კახი ასანიძე, ძალოსანი – საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ლუკა ღვინჯილია, პარამოფარიკავე – ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი – ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი – მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი – გიორგი[…]
ვრცლად“ამბები აფხაზეთზე” უკვე ხონში! მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაგრძელებთ საუბარს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. პროექტის მასპინძელი, ხონის 1-ლი საჯარო სკოლა.
ვრცლად19 დეკემბერს ახალგაზრდული მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში მცხოვრები, დევნილი შშმ ბავშვებისთვის განხორციელდა პროექტი სახელწოდებით, „ჩვენ ერთად ვართ“. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფუნქციური აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზით. პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებმა ისწავლეს ქსოვა, ქარგვა, ხელთნაკეთი ნივთების დამზადება, აპლიკაცია და შშმ პირთა[…]
ვრცლად