დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

კულტურა
ორშაბათი, der 8. ნოემბერი 2021
by
აჭარაში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” მეორე ეტაპი გაიმართა

5-7 ნოემბერს, აჭარაში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” მეორე ეტაპი გაიმართა, სადაც ფინალისტები ორი დღის განმავლობაში ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობდნენ. წერით სესიას წინ უძღოდა ჟიურის წევრების, თანამედროვე ქართველი ავტორების შორენა ლებანიძის, ნინია სადღობელაშვილისა და ირაკლი შამათავას ვორქშოპი. შემოქმედებით ტურში, მოსწავლეებმა ჟიურის წევრებთან ერთად სამი დღე არაფორმალურ გარემოში გაატარეეს და[…]

ვრცლად
შაბათი, der 6. ნოემბერი 2021
by
ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ფინალისტების წერითი სესია შავი ზღვის პირას.

ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ფინალისტების წერითი სესია შავი ზღვის პირას. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia-ს ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 26. ოქტომბერი 2021
by
სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღომო გაიმართა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღომო გაიმართა.  ჯანო ჯანელიძე აფხაზეთის დამსახურებული არტისტი და პოეტი გახლდათ, რომელიც 1992 -2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პოზიციას იკავებდა.  საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ჯანო ჯანელიძის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 25. ოქტომბერი 2021
by
პროექტ „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით 22 ოქტომბერს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, პროექტ „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტის „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში 18- დან 55 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა ქვილთის ხუთი ძირითადი ტექნიკა შეისწავლეს და ამ ტექნიკის გამოყენებით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.  „ქვილთი“ უძველესი ტექნიკაა,[…]

ვრცლად
პარასკევი, der 15. ოქტომბერი 2021
by
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა

14 ოქტომბერს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა. ახალგაზრდები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ და ქართველ მხატვარ მარიამ აქუბარდიასთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. პროექტი ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის უკვე მეორე წელია ტარდება. მონაწილეების მიერ შესრულებული ფერწერული[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 27. სექტემბერი 2021
by
ბათუმში „ევროპული არდადეგების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში გაერთიანების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროპულ[…]

ვრცლად
კვირა, der 26. სექტემბერი 2021
by
პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება!

პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება! შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბათუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები იღებდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახალგაზრდებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 1. სექტემბერი 2021
by
პროექტი “ქსოვილის ახალი სიცოცხლე”

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “ქსოვილის ახალი სიცოცხლე”, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ, 18-დან 55 წლამდე ასაკის პირებს. პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ქვილთის სხვადასხვა ტექნიკას. სასწავლო პროცესს გაუძღვება ტექსტილის მხატვარ-დიზაინერი ეკატერინე გეგუჩაძე.  პროექტის ხანგრძლივობაა 4- 29 სექტემბრი. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის[…]

ვრცლად
კვირა, der 8. აგვისტო 2021
by
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

ფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა. მუზეუმში ღირშესანიშნაობების დათვალიერებამდე თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ მოზარდებს ქალაქის ტური მოუწყო, სადაც ისაუბრეს, როგორც ბათუმის მნიშნელობასა და განვითარების ეტაპებზე, აგრეთვე სოხუმის თეატრის როლზე კულტურის სფეროს განვითარებაში. მუზეუმის დათვალიერების შემდგომ კულტურის, სპორტის და[...]

ვრცლად
პარასკევი, der 6. აგვისტო 2021
by
მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა.  დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „ალადინი“ აჭარაში მცხოვრები სამოცამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა დაესწრო, რომელთაც სპექტაკლის დასრულების შემდგომ კომპანია „კარფურისა“ და „ბიბლუსის“ მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.

ვრცლად