0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
რაჭაში მიმდინარე, პროექტის „ევროპული არდადეგები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს სემინარები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა[…]
ვრცლადპროექტის ფარგლებში, ბანაკის მეორე დღეს, მონაწილეებს სქილვილ (skillwill) აკადემიის, დირექტორმა გიორგი გიორგაძემ ახალგაზრდებს ისეთ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა: რომელია მომავლის პროფესიები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიების დაუფლება დღევანდელ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში. მომავლის პროფესიებს შორის დღესდღეობით რამდენი მიმართულება განიხილება და ამ მხრივ რა როლი აქვს პროგრამირებას, ციფრულ მარკეტინგსა თუ[…]
ვრცლადპროექტი “ევროპული არდადეგები“ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე ახალგაზრდებს ბანაკის ხელმძღვანელებმა მიმართეს და ბანაკის პროგრამა გააცნეს. აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიკა კვარაცხალიამ პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დასავლური ინტეგრაციის თემებზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გახსნის ცერემონია სახალისო აქტივობებითა და საცეკვაო ნომრებით[…]
ვრცლად22-26 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ გაიმართება. პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებს. „ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისთვის, ქუთაისსა და წყალტუბოში შემეცნებითი ტური მოეწყო. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ლაშქრობისთვის საჭირო და აუცილებელი აღჭურვილობისა და უნარ-ჩვევების შესახებ. ლაშქრობის პარალელურად დასუფთავების აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
ვრცლადმწერალთა სახლში ჟურნალ „იალქნის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. „იალქანი“ საყმაწვილო ჟურნალია, რომელიც 1996 წლიდან გამოიცემა. წლების განმავლობაში იგი მრავალი მოზარდის საყვარელ გამოცემად იქცა და მასში იბეჭდებიან, როგორც აფხაზეთის მკვიდრი პოეტები და მწერლები, პუბლიცისტები, უცხოელი ავტორები ასევე ბავშვები, მათი ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ნახატები. ჟურნალი “იალქანი“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის[…]
ვრცლადპროექტის „ნორჩი ფეხბურთელები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. მატჩამდე კი, შეკრების მონაწილეები ბათუმის[…]
ვრცლადსაზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ. აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში გუნდის მშენებლობის, კრეატიული აზროვნების და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება, როგორიცაა ლიდერობა, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება, სოციუმში თვითდამკვიდრება, კარიერული განვითარების სწორი დაგეგმვა და ა.შ.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, იმერეთის რეგონში მცხოვრები 150 დევნილი ახალგაზრდა და საზაფხულო სპორტული შეკრების მონაწილე, „ნორჩი ფეხბურთელები“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც პორტუგალია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დაიწყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელწოდებით, „ნორჩი ფეხბურთელები“. პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი ოცხადუთი ახალგაზრდა იღებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში „სფფ – აკადემია რუხიში“ საზაფხულო სპორტული შეკრებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც უკვე მესამე წელია[…]
ვრცლად