0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2021 წლის 1-ლი ნომერი. გთავაზობთ რედაქტორის, ნანა ქარდავას წერილს: ნომრის თემაა ,,ექიმები და არამხოლოდ”, ამიტომაც ავტორები ძირითადად ექიმები არიან. დებიუტის რუბრიკაში იბეჭდებიან ახალგაზრდა ავტორები. ბევრია მკითხველთათვის კარგად ცნობილი ავტორი, ბევრიც პირველად იბეჭდება. ნომერში საინტერესო მხატვრობაა და ძალიან საინტერესო პუბლიცისტიკა, პროზა არ დაგტოვებთ გულგრილს. პოეზიაში განსაკუთრებით[…]
ვრცლად20-23 მაისს უკრაინაში, ლუცკში ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა. კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ნაკრების წევრი, აფხაზეთიდან დევნილი ნიკოლოზ პერტაია, რომელმაც პირველი, საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვრცლადაფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობენ. პირველი ადგილის მფლობელი აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა, შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის[...]
ვრცლად„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით 20 მაისს, მზიურის პარკში „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით. ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით[...]
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით გამართული იური ძიძიგურის სახელობის საკალათბურთო ტურნირი დასრულდა. აფხაზეთის ღია პირველობაში შეჯიბრი 20 პრილს დაიწყო და სამი დღის განავლობაში მიმდინარეობდა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს გუნდები: ქუთაისი და ვინგზი დაუპირისპირდნენ, თამაში ანგარიშით 44:47 ვინგზის გამარჯვებით[...]
ვრცლადკულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი, მწერალი ნანა ქარდავა, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლას ეწვია და აფხაზეთის მე-6, მე-7, მე-12, და 21-ე სკოლის მოსწავლეებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ისაუბრეს და განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი[...]
ვრცლადხაშურში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ლუკა ღვინჯილიამ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ლუკას გამარჯვებას.
ვრცლადდღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში, იური ძიძიგურის სახელობის კალათბურთის ტურნირი დაიწყო. აფხაზეთის ღია პირველობა კალათბურთში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებულ გუნდებს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო სპეციალურ საჩუქრებს გადასცემს.
ვრცლადრუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მონაწილეობს. შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ალექსი თოდუამ, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვულოცავთ ალექსის საერთაშორისო წარმატებას.
ვრცლად11 აპრილს, მოყვარულთა ფეხბურთის უმაღლესი ლიგის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გუნდები: აფხაზეთი და ტიფლისი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად დაძაბული და სანახაობრივი მატჩისა შეხვედრა ანგარიშით 3:1 ტიფლისის გამარჯვებით დასრულდა.
ვრცლად