დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

Posts by: csya
ორშაბათი, der 5. სექტემბერი 2022
by
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია!

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ სამკაციანმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მწერლები, ინა არჩუაშვილი, გიორგი კაკაბაძე და ირაკლი შამათავა  ფინალური ტურის მონაწილე 10 მოსწავლე გამოავლინა: ამანდა ბოლქვაძე;  ანა ერისთავი; ნინო ბარამაშვილი; მარიამ წიწრიაშვილი; მარიამ თუთბერიძე; ნინო აბესაძე; ნინო რუხაია; სალომე გამისონია; სესილი ერაგია; ქრისტინე ქაშიბაძე; ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 13. ივლისი 2022
by
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია რუხში“ საზაფხულო სპორტული შეკრება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელწოდებით, „ნორჩი ფეხბურთელები“. პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი ოცხადუთი ახალგაზრდა იღებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში „სფფ – აკადემია რუხიში“ საზაფხულო სპორტული შეკრებაში იღებენ მონაწილეობას. საფეხბურთო წვრთნებს ახალგაზრდებს, კვალიფიციური[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 13. ივლისი 2022
by
პროექტის „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ ფარგლებში ანაკლიაში შემეცნებითი ტური გაიმართა

აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, პროექტის „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ ფარგლებში ანაკლიაში შემეცნებითი ტური გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სკაუტინგის, გუნდური მშენებლობის, ბუნებასთან ერთად თანაცხოვრების პოპულარიზაცია და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება როგორიცაა: გუნდურობა, კრეატიული[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 6. ივლისი 2022
by
ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტის „არტ სამყარო ჩვენ სივრცეში“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართ

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქემთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში პროექტის „არტ სამყარო ჩვენ სივრცეში“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ორი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგს კერძოდ, ქმნიდნენ თექის გობელენისა და სხვა ფერწერულ ნამუშევრებს. პროექტი მიზანად ისახავს[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 6. ივლისი 2022
by
აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა კუდოს ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავეს

აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ, მალტაში გამართულ კუდოს ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით იმყოფებოდა, ვულოცავთ ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 23. ივნისი 2022
by
„ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად, უკვე აჭარის რეგიონს ეწვია

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო საპილოტე შეხვედრების ციკლით, „ ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად, უკვე აჭარის რეგიონს ეწვია. რიგით მეხუთე შეხვედრა ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და მას უძღვებოდნენ სპიკერები: ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი და თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 22. ივნისი 2022
by
„ევროპული არდადეგები“ 2022 დაიწყო!

პირველი შეხვედრა 21 ივნისს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. 2022 წლის „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ ილია ჭავჭავიძის მოღვაწეობის მნიშვნელოვან[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 14. ივნისი 2022
by
„ ამბები აფხაზეთიდან“ თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარეობს საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“. რიგით მეოთხე შეხვედრა ქალაქ თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ვრცლად
პარასკევი, der 10. ივნისი 2022
by
მესტიაში მცხოვრები აფხაზეთდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სპექტაკლის „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ჩვენება მოეწყო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქემთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია სპექტაკლით „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.   ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ერთ-ერთი წარმატებული პიესაა, რომელიც გამოირჩევა მაყურებლის სიმპათიით. სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრია,[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 7. ივნისი 2022
by
საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ ინიცირებული საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება. შეხვედრების ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ისტორიული და კულტურული კონტექსტი. საუბრის დასასრულს ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულს სააგენტოსგან სიმბოლური[…]

ვრცლად