0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის N40 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.
სააგენტოს მიზანია: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის გაზიარება, სწორი დაგეგმვა, მისი რეალიზების კოორდინაცია, განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა.
სააგენტოს საქმიანობა ეყრდნობა მის დებულებას, რომელიც მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას: კულტურის და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სფეროს. კულტურა და სპორტი დამატებით ღირებულებას სძენს და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობას.
სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიზნები და ამოცანები, მისი სამოქმედო გეგმა, შესაბამისი მიმართულების მიხედვით, ასე გამოიყურება:
სააგენტოს კულტურული მიმართულება მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობას და მის პოპულარიზაციას; სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ასოციაციასთან და კავშირებთან კონტაქტის დამყარებას; საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალ „რიწის“, საყმაწვილო შემეცნებით-ლიტერატურულ ჟურნალ „იალქნის“, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის წიგნების გამოცემას; კულტურული ღონისძიებების, გამოფენების, პრეზენტაციებისა და შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; დევნილი ბავშვების მუსიკალური, ქორეოგრაფიული განათლების ხელშეწყობასა და საჭირო პირობების შექმნას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციას საზოგდოებრივ ცხოვრებაში.
ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია სააგენტოს შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების მიზანია აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების განვითარების ხელშეწყობა; სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა; აფხაზეთისა და ქვეყნის ძირითადი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის პოტენციური რეზერვების გამოვლენა; სააგენტოს სისტემაში არსებული სპორტული მიღწევების გაუმჯობესება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და განვითარება; აფხაზეთიდან დევნილი მომავალი თაობის ფიზიკური აღზრდა, გაჯანსაღება, მათი მასიური ჩაბმა სპორტულ სახეობებში; მაღალი რანგის სპორტსმენების მომზადება სპორტის სხვადასხვა სახეობებში, შემდგომში მათი დელეგირება საქართველოს ნაკრებში. სააგენტოს ამოცანაა აფხაზეთის, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის და ოლიმპიური თამაშებისთვის კანდიდატების მომზადება.
სააგენტო წარმართავს არსებული სპორტული ჯგუფებისა და გუნდების სასწავლო-საწვრთნელო მუშაობას (თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, კალათბურთი, სამოყვარულო ფეხბურთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო), რომელთა აღზრდა-მომზადებას ემსახურება 12 მწვრთნელი (მათ შორის 5 საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი).
ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებლია სააგენტოს შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
მოსალოდნელი შედეგები _ ახალგაზრდების შემეცნებითი განვითარების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანი ადამიანების წარმოჩენა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია; გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენების გამოვლენა. აფხაზეთის ნაკრები გუნდების დაკომპლექტება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატისათვის მომზადება, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზობებზე მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა. ჩემპიონატებში, პირველობებში, ტურნირებში გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენთა გამოვლენა, მათი ხელშეწყობა.