ციხისძირში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს
ციხისძირში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს.
კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტები პროექტის დაასკვნით ეტაპზე ერთ წიგნად გამოიცემა.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.