დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა
ოთხშაბათი, der 31. ივლისი 2024
by

შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.
ბანაკის დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.
მონაწილეების წინაშე კი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი” წარდგა.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.
ბანაკის მიზანია, ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება. მონაწილეებისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგ-სემინარები და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.
პროექტში მონაწილეობა, აფხაზეთიდან დევნილმა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

Share: