ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.
სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ორმოცდაათ დევნილ ახალგაზრდას უმასპინძლა. მათ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია დაათვალიერეს. ასევე მუზეუმში გაიმართა საგანგებო ტური და ხელოვნებათმცოდნეებმა ახალგაზრდებს მუზეუმის უნიკალურ კოლექცია გააცნეს, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაში შექმნილ ქართულ სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს.
მუზეუმის ტურის შემდეგ, თეატრთმცოდნემ და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ კულტურის სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ წულუკიძემ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძესთან ერთად ახალგაზრდებს ჩაუტარეს სემინარი თემაზე: „ სოხუმის თეატრის ისტორია“.
სემინარის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს კულუტირს, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, თაკო ჩხეიძე ესწრებოდნენ.