ქალთა კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონები დაჯილდოვდნენ
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონები დაჯილდოვდნენ.
მონაწილეებს ტრადიციულად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ზემოაღნიშნული კამპანია ყოველწლიურ სახეს ატარებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.