აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით, ქალაქ ფოთის დევნილთა დასახლებაში მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ – “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მხარდაჭერით, პროექტის – “ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა – ჩვენი არჩევანია” ფარგლებში, ქალაქ ფოთის დევნილთა დასახლებაში მინი ფეხბურთის ტურნირი და დასუფთავების აქცია ჩატარდა.
ღონისძიებას, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სსიპ – “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს სპორტის მიმართულების კოორდინატორი ლიკა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფუზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა.