აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა, სადაც სპეციალურად მათთვის გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა “გუმბათი” მინი კონცერტი გამართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საახალწლო საჩუქრები მთელი საქართველოს მაშტაბით ეტაპობრივად დარიგდება.