გამოიცა ჟურნალ “რიწის” 2020 წლის მე-3 ნომერი.
გთავაზობთ რედაქტორ ნანა ქარდავას წერილს:
“დღეს გადმომცეს, სასიგნალო 2020, 3. ნომერი, რომ არა კორონა, ბევრს ვისაუბრებდით ამ ნომერზე, რომელშიც საუკეთესო მწერლები, კრიტიკოსი, ანალიტიკოსები და მხატვრები დავბეჭდე. თუ რამით ვიამაყებ ეს ნომერი იქნება. გარეყდა შავ-თეთრია და მასზე ეთერ სამხარაძისა და ტაიფ აჯბას ფოტოებია, ეროვნების გამო აფხაზეთის ომში მოკლული ორი პოეტი. ნათელი მათ სამუდამო ხსოვნას. …უკანა ყდა კი ფერადია და იმედისმომცემი. ეს ჩვენი სოხუმის ხედებია, რომელსაც ამერიკაში ხატავდა სოხუმელი მხატვარი სლავა დენისოვი. ხელოვანი და ომი -ასეთია ნომრის თემა. ყველა ავტორზე დავწერ, აუცილებლად. ყველაფერი ხომ ხუთჯერ მაინც მაქვს წაკითხული, მაგრამ ემოციებს ვერ ვუმკლავდები”.